მთავარი კონტენტი
Friday, 10 July, 2026 | 23:25
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

რიკოთზე ავარიას ორი მეგობარი ემსხვერპლა – რას ჰყვება ტრაგედიის თვითმხილბელი

Ambebi.ge July 10, 2026 1:46 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

  • არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. მანქანაში მყოფი ბავშვი და ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ფაქტის თვითმხილველი გვიამბობს, მანქანაში სულ 4 ადამიანი იყო.

გარდაცვლილები არიან შაკო ლურსმანაშვილი და დათო კობახიძე. ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ.

“ამ საშინელ ავარიას შევესწარით, რიკოთის “პერევალზე” ახალი მომხდარი იყო. “ფიტის” მარკის ავტომობილი ჯებირს იყო შეჯახებული, სამწუხაროდ მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, გვერდზე ვინც იჯდა ის მამაკაცი თავიდან გონზე იყო, მანქანიდან ის ფაქტის შემსწრე გამვლელმა ბიჭმა გადმოიყვანა, ნახევარი საათი ალბათ გონებაზე იყო, მერე გაითიშა და გარდაიცვალა. მანქანაში სულ ოთხი ადამიანი იჯდა, სამი სრულწლოვანი და პატარა ბავშვი, ქალი და ბავშვი გადარჩნენ. კლინიკაში არიან გადაყვანილები და ძალიან მაინტერესებს მათი მდგომარეობა.

იმედია მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავარიის მიზეზი, არ ვიცი, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ მძღოლს ჩაეძინა, იქ ეს ვარაუდი გამოითქვა. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის ამ ფაქტის ნახვა, მე და ჩემი მეუღლე შევესწარით და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით დაშავებულებს…განაგრძეთ კითხვა