„ტემპერატურა კვლავ მოიმატებს…“ – ამინდის განახლებული პროგნოზი

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში უმეტესად ცხელი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33…+38 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ ადგილებში შესაძლოა +39 გრადუსამდეც მოიმატოს.
დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა დღის მეორე ნახევარში მთიან და მაღალმთიან რაიონებში ადგილობრივად შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. მსგავსი ვითარებაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ზონებშიც.
თბილისში მომდევნო დღეები მზიანი და ცხელი იქნება. დღისით ჰაერის ტემპერატურა +36…+38 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +22…+24 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. ქარის გაძლიერება დღის მეორე ნახევარში პერიოდულად არის მოსალოდნელი.