მთავარი კონტენტი
Friday, 10 July, 2026 | 23:22
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

“ტერორიზმი იყო 11 სექტემბერი, ტერორისტი იყო ბინ ლადენი და დღეს ჩვენ გვყავს ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც გამოცხადებულია ტერორისტად… სასაცილოა“ – ალეკო ელისაშვილის მეუღლე

Ambebi.ge July 10, 2026 3:52 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

“მოსამართლე გიორგი გელაშვილმა „ქართული ოცნების“ დავალება ფურცელზე ოფიციალურად გადაიტანა და ალექსანდრე ელისაშვილი ტერორისტად გამოაცხადა – ეს ყველაფერი სასაცილოა“, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მეუღლემ, ირინა კილოსანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის ქმედება იყო პროტესტი უსამართლო სასამართლოს წინააღმდეგ და არა ტერორისტული აქტი.

„ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს იყო „ქართული ოცნების“ დავალების შესრულება, როგორც თითქმის ყველა პროცესი, რაც ამ სასამართლოში იმართება. განაჩენი რეალურად დადგა 8 თვის წინ, როცა პაპუაშვილმა ის ტერორისტად გამოაცხადა და დაარღვია ყველანაირი უდანაშაულობის პრეზუმფცია. უბრალოდ, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა „ქართულ ოცნების“ დავალება ფურცელზე ოფიციალურად გადაიტანა და ალექსანდრე ტერორისტად გამოაცხადა. ტერორიზმი იყო 11 სექტემბერი, ტერორისტი იყო ბინ ლადენი და დღეს ჩვენ გვყავს ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც გამოცხადებულია ტერორისტად. 11 სექტემბერიც შეფასებულია ტერორიზმად და ესეც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სასაცილოა. მისი ქმედება იყო პროტესტი უსამართლო სასამართლოს წინააღმდეგ. მან ასეთი ფორმით გამოხატა პროტესტი,“ – განაცხადა ირინა კილოსანიძემ.

ამასთან, ელისაშვილის მეუღლე აცხადებს, რომ ადვოკატები განაჩენის ყველა ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავენ.

„თვითონ ალექსანდრე მხნედ არის. ერთი წიგნი უკვე დაწერა, მეორეზე მუშაობს და იქიდან კარგი ლიტერატურით მოგვამარაგებს. ასე რომ, ის არ დაიკარგება, დროს ტყუილად არ დაკარგავს და ყველაფერი წინ გვაქვს,“ – განაცხადა ირინა კილოსანიძემ.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.