ტრაგედია ბათუმში – ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა – ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.
ქალი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.