მთავარი კონტენტი
პარასკევი, 14 აგვისტო, 2026 | 01:02
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდრე…“ – ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 23:58 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ ემოციურ მიმართვას აქვეყნებს,

„ჩემო გულის და სულის ნაწილო, ჩემო ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ნეტა იცოდე ჩემი მონატრების სიძლიერე, როგორ მინდა შენი ჩახუტება და შენი სურნელი, ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდრე, ჩემო სამყარო…“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი.

ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 6 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.