მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 14:12
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ცნობილია რა მიზეზით გაითიშა შუქი! – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს

Prime Time 25 ივლისი, 2026 · 11:34 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს.

„10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა.

ავარიის დაფიქსირებისთანავე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაუყოვნებლივ დაიწყო ენერგოსისტემის აღდგენა. ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ელექტროენერგიის ეტაპობრივად მიწოდება მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში დაიწყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.