მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 13:14
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ცნობილია ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდას ვინაობა – “ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა”

Ambebi.ge 16 ივლისი, 2026 · 11:47 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას ერთი პირი ემსხვერპლა.

გარდაცვლილია 30 წლამდე მამაკაცი. მისი ცხედარი მაშველებმა ჩამონგრეული რკინის კონსტრუქციიდან უკვე ამოიყვანეს.

  • გარდაცვლილი ახალგაზრდა გივიკო ურუშაძეა.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.

კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს შპს “გრადუს გრუპ მაუდი” ასრულებს.