მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 14:12
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ცნობილი ხდება მიზეზი, რის გამოც საუდის არაბეთის პრინცი ლონდონში, სასტუმროში გარდაიცვალა – რა დაადგინა გამოძიებამ გახმაურებულ საქმეზე

Ambebi.ge 25 ივლისი, 2026 · 12:25 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საუდის არაბეთის პრინცის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა – ლონდონის კორონერის სასამართლოს გამოძიების თანახმად, 29 წლის აბდულა ბინ ფაჰად ბინ აბდულა ბინ აბდულაზიზ ბინ ჯალავი ალ საუდი ძლიერი ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ერთდროულად მიღების შედეგად გარდაიცვალა.

  • სასამართლოს ინფორმაციით, პრინცის ორგანიზმში აღმოჩნდა ალკოჰოლის მაღალი კონცენტრაცია, ასევე GHB-ის (ე.წ. წვეულების ნარკოტიკი) და ქსანაქსის კვალი. გამოძიების დასკვნით, სწორედ ამ ნივთიერებების კომბინაციამ გამოიწვია გულის გაჩერება.

აბდულა ალ საუდი 2025 წლის 25 ნოემბერს ლონდონის კენსინგტონის რაიონში მდებარე Marriott-ის სასტუმროში, საკუთარი ნომრის აბაზანაში, მოახლემ უგონო მდგომარეობაში იპოვა. ადგილზე მისულმა პარამედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


გამოძიებისას ასევე გაირკვა, რომ გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე პრინცმა ალკოჰოლსა და მედიკამენტებზე დამოკიდებულების გამო მკურნალობა გაიარა.

  • შემდეგ პრინცმა სარეაბილიტაციო კურსი Rainford Hall Clinic-შიც გაიარა და დაწესებულება ოქტომბერში დატოვა.

სასამართლომ დაადგინა, რომ გარდაცვლილს არც მწვავე და არც ქრონიკული დაავადება არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის მიხედვით, სიკვდილის უშუალო მიზეზი გულის გაჩერება გახდა, რომელიც ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ერთობლივმა ზემოქმედებამ გამოიწვია.

წყარო