მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 14:10
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

“ხაზი გამოირთო 500 კილოვატიანი… ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა – რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა” – ენგურჰესის დირექტორი

Ambebi.ge 25 ივლისი, 2026 · 11:31 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

“ენგურჰესის” დირექტორი, ლევან მებონია ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზებს განმარტავს. როგორც ის “ტვ პირველთან” ამბობს, იმერეთში 500-კილოვატიანი ხაზი გამოირთო და “ენერგოსისტემა მთლიანად დაიშალა”.

  • “ხაზი გამოირთო 500 კილოვატიანი, იმერეთის. მე რავიცი ახლა მიზეზი, სადღაც მოხდა მოკლე ჩართვა, ვაერთებთ აგრეგატებს და აღდგება მალე.

ენგურჰესი უკავშირდება ელექტრონულ სისტემას ზესტაფონამდე ამ ხაზით. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა – რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა. ავარიის აღდგენის პროცესში ვართ”, – აცხადებს მებონია.


  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება. პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას” , – ნათქვამია ინფორმაციაში.