“პუტინს ვეუბნები: ვლადიმერ, დროა შეჩერდე, დროა, ეს ომი დასრულდეს” – დონალდ ტრამპი

ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტ ტრეი ინგსტთან ინტერვიუში განაცხადა.
-
დონალდ ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დასრულდება.
“ვფიქრობ, დიახ. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან ორივე ლიდერთან კარგი ურთიერთობა მაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.
ასევე, ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ყოველთვის ერთსა და იმავეს ეუბნება.
“არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ მე ვეუბნები: “ვლადიმერ, დროა შეჩერდე. დროა ეს ომი დასრულდეს“. ვფიქრობ, ის შეთანხმებისთვის მზად არის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, როდის მოხდება შეთანხმების მიღწევა, ტრამპმა უპასუხა, რომ “მალე“.
“ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება, მაგრამ ის შეთანხმებისთვის მზად არის“, – განაცხადა ტრამპმა.