მთავარი კონტენტი
Friday, 10 July, 2026 | 23:25
სწრაფი სიახლე
სპორტი

ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა – ხილა “მილანში” გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა

SportMedia July 10, 2026 9:38 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ლაციოს” 25 წლის ესპანელი მცველი მარიო ხილა კარიერას “მილანში” განაგრძობს. ის “როსონერში” სამედიცინო შემოწმებას რამდენიმე დღეში გაივლის, გარიგების საფასური კი 30 მილიონი ევრო იქნება.

 

აღსანიშნავია, რომ ესპანელი მადრიდის “რეალის” აღზრდილია და მასზე უფლებები ეკუთვნოდა, რის გამოც “ბლანკოსი” ტრანსფერიდან 50%-ს აიღებს. 

 

ხილას “მილანისთვის” წარმთევა და “ნაპოლიში” წაყვანა “როსონერის” ყოფილ დამრიგებელ მასიმილიანო ალეგრის დიდად ეწადა, თუმცა მას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რის გამოც დიდად განაწყენებული დარჩენილა. 

 

შეხსენებისთვის, ხილა “ლაციოს” 2022 წლის ზაფხულში 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე 120 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

წყარო: Sportall.ge