“ასეთი ფიზიკური ფორმა მის სტანდარტებს არ შეეფერება” – მოურინიომ “რეალის” ახალწვეული გააკრიტიკა

გუშინ, 8 აგვისტოს, მადრიდის “რეალმა” ამხანაგურ მატჩში “ფერენცვაროში” 2:1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდის ახალწვეული, ბერნარდუ სილვა გააკრიტიკა.
“ბერნარდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მისი დღევანდელი ფიზიკური ფორმა მის სტანდარტებს არ შეესაბამება. მიუხედავად ამისა, სილვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა”, – განაცხადა მოურინიომ.
ბერნარდუ სილვა “სამეფო კლუბს” გასულ თვეს, თავისუფალი აგენტის სტატუსით, “მანჩესტერ სიტიდან” შეუერთდა.
“რეალი” მორიგ შეხვედრას 12 აგვისტოს, “დეპორტივო ლა კორუნიასთან” გამართავს.
წყარო: Sportall.ge