მთავარი კონტენტი
Wednesday, 15 July, 2026 | 02:07
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ბარსელონამ” შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს

SportMedia July 14, 2026 11:59 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ლა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “ბარსელონამ” შესაძლოა, ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ იასპარეზოს, სადაც თავისი საშინაო არენის “ნოუ კამპის” სარეაბილიტაციოს სამუშაოების დროს უკვე თამაშობდა. 

 

კატალონიელებს სახურავის მონტაჟის სამუშაოების დაწყებას 2027 წლის ივნისში გეგმავენ, რომელიც დაახლოებით 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება და თუ ლა ლიგა მოთხოვნას დაამტკიცებს, მაშინ კლუბს 2027/28-წლების სეზონის დაწყება კვლავ სხვა არენაზე მოუწევთ. 

 

“ბარსელონაში” სახურავის მონტაჟის გარდა, “ნოუ კამპზე” სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარებასაც აპირებენ. 

წყარო: Sportall.ge