მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 03:22
სწრაფი სიახლე
სპორტი

ესპანეთმა ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთი დაჯაბნა და ფინალში გავიდა

SportMedia 14 ივლისი, 2026 · 21:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხა.

 

მატჩი მშვიდად, მომენტების გარეშე მიმდინარეობდა, ვიდრე დინი საჯარიმოში უნებურად იამალს არ ეუხეშა, მსაჯმა ბარტონმა უმალ პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა და ოიარსაბალმა ესპანეთი დააწინაურა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ორივე გუნდს ჰქონდა შანსი: ფაბიან რუისმა ლამაზი კომბინაცია ვერ დააგვირგვინა, მბაპე კი უნაი სიმონთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მეკარემ დაასწრო და ხიფათი განმუხტა.

 

თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, „ფურია როხა“ მეტოქეს ზონებს უზღუდავდა, გასაქანს არ აძლევდა და მეორე გოლიც გაიტანა – ოლმოს პასით მცველი პორო მენიანთან ერთი ერთზე გავიდა და მისი კარი დალაშქრა. მერე იამალის „გოლი“ თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. მძიმე სიტუაციაში მყოფი ფრანგები შეტევაზე გადავიდნენ, მბაპეს დარტყმული ბურთი კუკურელიასგან რიკოშეტით ოდნავ ასცდა მიზანს, ხოლო დუემ კარიდან გამოსულ უნაი სიმონს ვერ გაუტანა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

 

დღეს, მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ინგლისი და არგენტინა დაუპირისპირდებიან. ფინალი 19 ივლისს გაიმართება. 

 

არლინგტონი. „AT&T სთედიუმი“

საფრანგეთი – ესპანეთი 0:2

გოლები: 0:1 ოიარსაბალი (22, პენ), 0:2 პორო (58)

 

– ოიარსაბალმა მიმდინარე ტურნირზე მე-5 გოლი გაიტანა და ესპანელთა შორის ბუტრაგენიოს და ვილიას რეკორდი გაიმეორა.

– მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატებზე 21-ედ ითამაშა, რაც საფრანგეთის ნაკრების რეკორდია.

– დეშშამმა მწვრთნელის რანგში 25-ე მატჩი ჩაატარა და რეკორდსმენი გახდა.

წყარო: Sportall.ge