მთავარი კონტენტი
Wednesday, 15 July, 2026 | 00:55
სწრაფი სიახლე
სპორტი

ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია – ბელინგემი ზიდანს მომაგონებს

SportMedia July 14, 2026 4:42 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველის ჯონ ტერის აზრით, მათი ქვეყნის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევრფინალში არგენტინას მოუგებს.

 

„მართალი გითხრათ, არგენტინის არ მეშინია. მათ არ ვუყურებ და არ ვფიქრობ, რომ ჩვენზე უკეთესები არიან. შემადგენლობის მხრივ ფეხბურთელებს თუ შევადარებთ, ვთვლი, რომ ჩვენ არგენტინაზე უკეთესები ვართ.

 

იცით, რა მომწონს ამჟამინდელ ინგლისის ნაკრებში? ჩვენ უკვე გვქონდა დიდი მომენტები. კარგი გუნდი გვყავს და მგონია, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მიმდინარეობს. შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენი დრო დადგა. 

 

ტურნირის დაწყებამდე ვთქვი, რომ ჯუდ ბელინგემი ზინედინ ზიდანს მომაგონებს. ახლა ის უბრალოდ მიათრევს გუნდს. მსოფლიო კლასის მოთამაშედ მივიჩნევ. ამას გარდა, თუ მოედანს მიღმა მოვუსმენთ, დავინახავთ რამდენად მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებულია“, – განუცხადა ტერიმ ფიფას საიტს.

წყარო: Sportall.ge