მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 02:37
სწრაფი სიახლე
სპორტი

გადაწყდა – პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს

SportMedia 30 ივლისი, 2026 · 20:10 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

„მონაკომ“ მიიღო პსჟ-ს ბოლო, მეხუთე შეთავაზება და 24 წლის მარჯვენა გარემარბს მაგნეს აკლიუშს 50 მილიონ ევროდ მიჰყიდის, – იტყობინება „ეკიპი“.

 

აკლიუშმა პარიზულ კლუბთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ტრანსფერს მალე ოფიციალურად გამოაცხადებენ.

 

აკლიუში „მონაკოს“ აღზრდილია, პირველ გუნდში 2022 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში კი ყველა ტურნირზე 43 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე საფრანგეთის ნაკრებში 10 შეხვედრაში 1 გოლია. 

წყარო: Sportall.ge