მთავარი კონტენტი
პარასკევი, 31 ივლისი, 2026 | 00:34
სწრაფი სიახლე
სპორტი

2:7. ისტორიული სირცხვილი – თბილისის “დინამო” “ჟალგირისთან” განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა

SportMedia 30 ივლისი, 2026 · 18:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის „დინამო“ გასვლაზე „ჟალგირისთან“ 2:7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. 

 

თბილისში 0:3 წაგების შემდეგ, ლიეტუვური კლუბის პრეზიდენტმა ანდრიუს ტაპინასმა თქვა, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და მოწინააღმდეგეს ყელში უნდა სწვდომოდნენ. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. 

 

ხელოვნურსაფარიან მოედანზე მასპინძლებმა თავიდანვე შემოგვიტიეს, კალანდაძემ საჯარიმოში გოლუბიცკასი წააქცია, პეტკოვიჩმა კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ბურთი კარს გადააცილა. მერე ჩვენი გუნდის დაცვა ისევ ჩავარდა და ბელენკიმ „ჟალგირისი“ დააწინაურა. სტუმრებმა პირველივე მომენტი გამოიყენეს – მეკარე სარკაუსკასთან პირისპირ გასულმა კვარაცხელიამ ვერ გაიტანა, თუმცა სანტუშმა დალაშქრა მეტოქის კარი. 

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე „ჟალგირისი“ ისევ გადმოვიდა იერიშებზე, დინამოელთა შეცდომებით ისარგებლა და ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაგვიტანა. ქეცბაიას შეგირდები ბურთს ვერ იჭერდნენ, საკუთარ საჯარიმოს იყვნენ მიჯაჭვული და ამ რთულ სიტუაციაში შეცვლაზე შესულმა ვაწაძემ შორიდან დაამწუხრა სარკაუსკასი. თუმცა, მალე პეტკოვიჩმა და ბელენკიმ დუბლები შეასრულეს და ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. ბოლოს მიხაილოვიჩმა გაიტანა, ბელენკიმ ჰეთ-თრიკი მიითვალა და თავისი გუნდი მესამე რაუნდში გაიყვანეს. 

 

ვილნიუსი. „LFF სტადიონასი“

ჟალგირისი – დინამო (თბ) 7:2

გოლები: 1:0 ბელენკი (25), 1:1 სანტუში (40), 2:1 პეტკოვიჩი (59), 3:1 ტეიშეირა (61), 3:2 ვაწაძე (72), 4:2 პეტკოვიჩი (74), 5:2 ბელენკი (82), 6:2 მიხაილოვიჩი (88), 7:2 ბელენკი (90)

გამოუყენებელი პენალტი: პეტკოვიჩი (9, ჟალგირისი)

 

დინამო (თბ): ლორია, ფსალტისი (ური 22), კურდიჩი, კალანდაძე, სანტუში, ოსეი, კაკაშვილი (ვაწაძე 70), ნინუა, ტეიშეირა, კვარაცხელია (ტკალია 60), ბა

წყარო: Sportall.ge