მთავარი კონტენტი
Wednesday, 15 July, 2026 | 00:56
სწრაფი სიახლე
სპორტი

დაბრუნება მშობლიურ გუნდში – აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს

SportMedia July 14, 2026 12:46 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარმა “ლანსმა” გვაუწყა, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსი მქონე 33 წლის ბელგიელი ნახევარმცველი ტორგან აზარი დაიმატა და მას კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

 

ფეხბურთელი ბოლოს სამშობლოში თამაშობდა და “ანდერლეხტის” ღირსებას იცავდა, სადაც ბოლო 3 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა. 

 

აღსანიშნავია, რომ “ლანსი” ის გუნდია, სადაც აზარი კარიერას იწყებდა. მან ამ კლუბის ფორმა წარსულში 13-ჯერ მოირგო, შემდეგ კი 2012 წელს “ჩელსიმ” იყიდა. 

წყარო: Sportall.ge