დისკვალიფიკაციამოხდილი მუდრიკის იჯარით აყვანა “ლიდსს” სურს

„ლიდსს“ „ჩელსის“ გარემარბის მიხაილო მუდრიკის იჯარით აყვანა უნდა, – იტყობინება ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი.
თავად უკრაინელმა „ლიდსში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა. ამჟამად კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
25 წლის მუდრიკს ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო 18-თვიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუდრიკის იჯარით დამატება „კოვენტრის“ უნდა, რომლის მწვრთნელი ფრენკ ლამპარდია.
წყარო: Sportall.ge