მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 03:18
სწრაფი სიახლე
სპორტი

ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა

SportMedia July 11, 2026 8:20 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის (B დივიზიონი) B ჯგუფის მეორე ტურში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდა და 70:83 დამარცხდა.

 

მატჩის საწყისი მეოთხედი საკმაოდ თანაბარ და ორმხრივ იერიშებში წარიმართა — ფრე 20:20. მეორე პერიოდში შვეიცარიელებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს (21:15) და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ლიდერობით (41:35) გავიდნენ. მესამე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს, პერიოდი 22:15 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც (57:56). თუმცა, გადამწყვეტ ათწუთეულში მეტოქემ სრული უპირატესობა ხელთ იგდო, ბოლო მეოთხედი 27:13 მოიგო და საბოლოოდ 13-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა.

 

საქართველო: ჩვენი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო ამირან აროშიძე 18 ქულით. ნიკოლოზ აბულაძემ და გიორგი ჭირაქაძემ 14-14 ქულა დააგროვეს (ჭირაქაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა — 14 ქულა, 10 მოხსნა).

 

შვეიცარია: შვეიცარიელთა შორის 17 ქულით ოლივერ სასელა გამოირჩეოდა, ჯულიან გლენევინკელმა 15 ქულა მიითვალა, ხოლო ლიბან აადანის ანგარიშზე 13 ქულა იყო.B ჯგუფის მეორე შეხვედრაში უკრაინის ნაკრებმა ესტონეთი დაძაბულ ბრძოლაში 87:81 დაამარცხა.

 

საქართველოს ნაკრები მომდევნო, მესამე ტურის მატჩს ხვალ, 12 ივლისს, ლუქსემბურგის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

 

GBF.GE

წყარო: Sportall.ge