მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 03:18
სწრაფი სიახლე
სპორტი

რევანში – საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო

SportMedia July 11, 2026 8:52 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

მსოფლიო რაგბის ერთა თასის მეორე მატჩში, საქართველოს ნაკრებმა სამოა 33:12 დაამარცხა და ოთხი წლის თბილისში წაგებისთვის (19:20) რევანში აიღო.

 

პირველი ტაიმი, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მიუხედავად დერეფანში დაშვებული შეცდომებისა და ორი ყვითელი ბარათის მიღებისა (ივანიშვილი, ბაბუნაშვილი), ჩვენმა გუნდმა 16:7 მოიგო. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

 

შეგახსენებთ, პირველ მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ მონტევიდეოში ურუგვაის 41:34 მოუგეს.

 

18 ივლისს, ჩვენი გუნდი სანტიაგოში ჩილეს დაუპირისპირდება.

 

ჩილე. ვინა დელ მარი. „ესტადიო საუსალიტო“

საქართველო – სამოა 33:12

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ალექსანდრე ქუნთელია, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. იოანე იაშაღაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თედო აბჟანდაძე.

წყარო: Sportall.ge