ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პატრიკ ვიეირა, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, თავისი ქვეყნის ნაკრების ესპანეთთან 0:2 დამარცხებით გაწბილებული დარჩა.
„საფრანგეთის ნაკრებისგან მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა გამარჯვებას ელოდა. ჩვენ ყველანი ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ყველაზე მეტად თავად თამაშით, რადგან დღეს ჩვენი წამყვანი ფეხბურთელებისგან თავის წარმოჩენის მოლოდინი გვქონდა, ეს კი არ მოხდა.
საქმე ერთ ან ორ ფეხბურთელში როდია, ყველანი გაქრნენ. როგორც გუნდმა ძალიან ცუდად ვითამაშეთ, – განაცხადა ვიერამ ITV-ს ეთერში.
წყარო: Sportall.ge