მთავარი კონტენტი
შაბათი, 1 აგვისტო, 2026 | 00:56
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ეს ტრანსფერი ცოტა გაუგებარია ” – კარაგერმა ბარკოლას “ლივერპულში” შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

SportMedia 31 ივლისი, 2026 · 17:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

“ლივერპულის” ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი პსჟ-ს გარემარბის, ბრედლი ბარკოლას მერსისაიდელთა რიგებში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.

 

L’Equipe-ს ცნობით, ფრანგი შემტევის სანაცვლოდ პარიზული კლუბი მინიმუმ 140 მილიონ ევროს ითხოვს. კარაგერის აზრით, ბარკოლას “ლივერპულში” გადაბარგება რიო ნგუმოას სათამაშო დროზე აისახება, რაც მისთვის მიუღებელია.

 

“რიო ახალგაზრდა ფეხბურთელია და ძალიან კარგია. ვფიქრობ, ის გააგრძელებს პროგრესს, როგორც ეს გასულ სეზონში გააკეთა. 

 

ვფიქრობ, რიოს სურვილი უნდა იყოს, რომ მომდევნო ერთი ან ორი წლის განმავლობაში “ლივერპულში” რეგულარულად ითამაშოს და დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, როცა ამხელა თანხას იხდი ახალგაზრდა ფეხბურთელში, რომელიც იმავე პოზიციაზე თამაშობს, ეს ცოტა დამაბნეველია.

 

არის საუბარი, რომ ნგუმოამ შესაძლოა მარჯვენა ფლანგზე ითამაშოს და იქ მიიღოს შანსები. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ორივე ფლანგზე თამაში ნორმალურია, მაგრამ მისი მთავარი პოზიცია მარცხენა გარემარბია.

 

ბარკოლას ვარიანტი ცოტა მაფიქრებს იმ მიზეზითაც, რომ როდესაც “ლივერპულმა” ერთი წლის წინ ლუის დიასი გაყიდა და მის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელი არ იყიდეს, რადგან ჰყავდათ კოდი გაკპო და ასევე არ სურდათ ნგუმოას განვითარებისთვის ხელის შეშლა.

 

მაშინ ეს გარკვეულწილად გასაგები იყო. მაგრამ 12 თვე გავიდა. რიომ დაამტკიცა, რომ პერსპექტიული ფეხბურთელია და ლივერპულს შეიძლება მომავლის მოთამაშე ჰყავდეს. ახლა კი კლუბი მის პოზიციაზე მინიმუმ 140 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს, რაც ცოტა გაუგებარია”, – განაცხადა კარაგერმა.

წყარო: Sportall.ge