მთავარი კონტენტი
შაბათი, 1 აგვისტო, 2026 | 02:02
სწრაფი სიახლე
სპორტი

[VIDEO] “აუცილებლად უნდა გაიყიდოს” – “ლივერპულის” ფეხბურთელის ქმედება, რის გამოც ქომაგები მოთამაშის გაყიდვას ითხოვენ

SportMedia 31 ივლისი, 2026 · 15:07 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

“ლივერპულმა”, რომელიც წინასასეზონო სამზადისს აშშ-ში გადის, მეორე ამხანაგური მატჩი ჩემპიონშიფის “რექსჰემთან” ჩაატარა და 1:0 დაამარცხა.

 

შეხვედრის შემდეგ მერსისაიდელთა ბანაკში ადგილი უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა. კერტის ჯოუნსი და დომინიკ სობოსლაი კამერების ობიექტივში მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების დროს მოხვდნენ. 

 

ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ მათი გაშველება ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს მოუწიათ.

 

დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი კაპიტნის სამკლავურია. 76-ე წუთზე, როდესაც დომენიკ სობოსლაიმ მოედანი დატოვა, უნგრელმა სამკლავური არა ინგლისელს, არამედ კოსტას ციმიკასს გადასცა, რაც კერტის ჯოუნსისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

 

მომხდარის შემდეგ “ლივერპულის” ჯოუნსის გაყიდვას ითხოვენ, რადგან მათი უმრავლესობის აზრით, კერტისი გუნდს პრობლემებს უქმნის.

 

ინგლისელის შეძენით “ინტერი” ინტერესდება.

წყარო: Sportall.ge