ეს ხუმრობა როდია – სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში სენაგალი 86-ე წუთამდე ბელგიას 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ შემდეგ სამი უპასუხო გოლი გაუშვა, დამატებით დროში 2:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
12 ივლისს, სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ნაკრების 45 წლის მწვრთნელი პაპ ტიავი გადააყენა, რომელიც ეროვნულ გუნდს 2024 წელს ჩაუდგა სათავეში.
ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აბდულაიე ფალმა პრესკონფერენცია ჩაატარა, ტიავის სამუშაოდან დათხოვნის მიზეზები ახსნა და შემდეგ სენსაციური განცხადება გააკეთა. თურმე ნუ იტყვით და ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა…
„ექიმი ფედიორი ჩვენთან უკვე 10 წელია მუშაობს და მხოლოდ ახლა გავიგე, რომ გინეკოლოგია. შევიტყვე, რომ ფეხბურთელები მისი მადლიერი არ იყვნენ. მათ დასამშვიდებლად გამოცდილი სპეცილისტის მოძებნაა საჭირო, რადგან ჯანმრთელობა უპირველესია“, – ციტირებს აბდულაიე ფალს Emedia.
წყარო: Sportall.ge