მთავარი კონტენტი
Tuesday, 14 July, 2026 | 04:23
სწრაფი სიახლე
სპორტი

“მესი მოკვდავს ჰგავს – დავაძინებთ” – ინგლისელები წინასწარ ზეიმობენ გამარჯვებას

SportMedia July 13, 2026 6:42 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

15 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისი არგენტინას დაუპირისპირდება. ბრიტანული გუნდის ყოფილი ფეხბურთელები გამარჯვებაში დარწმუნებული არიან. 

 

გარი პალისტერი: „ეს ის მესი არაა, რომელიც 10 წლის წინ იყო. არგენტინის ნაკრებში ისევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ არ მგონია, ისეთივე სახიფათო იყოს, როგორც თავის საუკეთესო წლებში. მეეჭვება ძველებურად შეძლოს მეტოქეთა მოტყუება. მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ შესანიშნავია. კაბო-ვერდესთან ჩინებული გოლი გაიტანა. გოლების გატანა ეხერხება, გუნდის ლიდერია. თუმცა, ვფიქრობ, ის აღარაა, რომელმაც „ბარსელონას“ დიდი გამარჯვებები მოაპოვებინა. არ მგონია, რომ პერსონალურ მეურვეს მიუჩენენ ან რაღაც მსგავსი, უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ და ეცადონ გაანეიტრალონ. ცხადია, კვლავ სახიფათოა, მაგრამ მოდი, ასე ვიტყვი, ახლა უფრო მეტად მოკვდავს ჰგავს. არგენტინელთა სუსტი ადგილები გავაანალიზეთ, ეს დაცვაა. მიმაჩნია, რომ ინგლისი უკეთესი გუნდია და მოიგებს“.

 

უეინ რუნი: „დროდადრო მესი არგენტინის ნაკრებში, დაცვაში სუსტი ადგილია. უკან არ გარბის, მაგრამ მაინც კარგად მუშაობს, ამით რაღაცნაირად ჯუდ ბელინგემს ჰგავს. ლეოს ძლიერი მხარე სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღებაა: საკვანძო მომენტებში ჭკვიანური მოქმედებით ყველაზე აქტიურად ერთვება თამაშში. კონცენტრირებული და პარტნიორებთან შეთამაშებულია. მათ შეუძლიათ მოედანზე პოზიცია შეიცვალონ“.

 

ჯო კოული: „მესის დასასვენებლად გავუშვებთ. დავაძინებთ, 100%-ით დავაძინებთ. ინგლისი ფინალში გავა. ჩვენ არგენტინისთვის ძალიან სწრაფები ვართ და დავამარცხებთ. ამას შინაგანად ვგრძნობ“.

 

რიო ფერდინანდი: „ვფიქრობ, არა, მჯერა. როდესაც სიტუაცია რთული ხდება და საქმე სასურველად არ მიდის, ინგლისმა იცის, როგორ იპოვოს გამოსავალი.  ეს პაზლის აწყობას ჰგავს – ვაჩვენებთ, საჭირო მომენტში საჭირო ელემენტი როგორ მოვნახოთ. ეს სხვა გუნდებთან ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობაა. ეს რამდენიმეჯერ არგენტინამაც გააკეთა, მაგრამ მგონია, ჩვენზე უფრო ახლოს იყვნენ გავარდნასთან“.

წყარო: Sportall.ge