“ვილიარეალმა” “ბარსელონას” და პსჟ-ს ყოფილი მეკარე “მალიორკაში” გაანათხოვრა

„ბარსელონას“ და პსჟ-ს ყოფილმა მეკარემ არნაუ ტენასმა დროებით „ვილიარეალი“ დატოვა.
„ვილიარეალმა“ 25 წლის ტენასი იჯარით „მალიორკაში“ გაუშვა, რომელიც გასულ სეზონში სეგუნდა დივიზიონში გავარდა.
ტენასი პსჟ-დან „ვილიარეალში“ 2025 წლის აგვისტოში გადავიდა და კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. მან გასულ სეზონში ლა ლიგის 10 მატჩში 16 გოლი გაუშვა.
წყარო: Sportall.ge