ვინისიუსმა “არსენალით” დაინტერესება გამოიყენა და “რეალთან” კონტრაქტი მომგებიანად გააგრძელა
ვინისიუსმა „რეალთან“ კონტრაქტი 2032 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
ვინისიუსს „რეალთან“ ხელშეკრულება მომავალ წელს ეწურებოდა, „არსენალი“ ეპატიჟებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ლონდონური კლუბის დაინტერესება მადრიდელებთან სავაჭროდ და ხელფასის მოსამატებლად გამოიყენა.
მიზანსაც მიაღწია – სეზონური გასამრჯელო 24 მილიონ ევრომდე გაუზარდეს. გუნდში მის დატოვებას ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაჟინებით ითხოვდა.
ბრაზილიელი „ბლანკოსში“ 2018 წელს გადავიდა, მას შემდეგ 375 მატჩში 128 გოლი გაიტანა და 14 ტიტული მოიგო – მათ შორის ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და სამჯერ ლა ლიგა.
ვინისიუსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: „მე თქვენ მიყვარხართ! მადლობა. 8 წელიწადი „ბერნაბეუზე“ ძალიან ცოტაა… კიდევ 6 წელიწადი და სამუდამოდ!“
წყარო: Sportall.ge