მოურინიო შოკშია – როდრის “რეალის” ლოდინი მობეზრდა და “ბარსელონაში” გადადის

„მანჩესტერ სიტის“ 30 წლის ნახევარმცველი როდრი „რეალში“ გადასვლაზე თანახმა იყო, მაგრამ უეცრად სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
ესპანური მედიის მტკიცებით, „რეალი“ როდრის მათ კლუბში გადაბარგებაში დარწმუნებული იყო და ფასის დასაკლებად მოლაპარაკებას აჭიანურებდა. ფეხბურთელს კი მობეზრდა ლოდინი და „ბარსელონაში“ გადასვლა გადაწყვიტა.
ამის გამო „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შოკშია.
As-ის ცნობით, „ბარსელონას“ როდრის ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაუჯდება და ოთხწლიან კონტრაქტს გაუფორმებს. მისი სეზონური გასამრჯელო გადასახადების გადახდამდე დაახლოებით 30 მილიონი იქნება.
წყარო: Sportall.ge