ევროტურნირებზე ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა

ევროტურნირებზე ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა.
ევროპა ლიგა
„უნივერსიტატეა“ ფინეთში „კუპსს“ დაუზავდა (1:1). კრაიოვულ გუნდში ანზორ მექვაბიშვილმა 90+5-ე წუთამდე ითამაშა.
კონფერენს ლიგა
„იაბლონეცმა“ საკუთარ მოედანზე რფშ 2:0 დაამარცხა. ამ მატჩში ანგარიში მე-18 წუთზე 33 წლის ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა გახსნა, რომელიც 86-ე წუთზე შეცვალეს. რიგელთა რიგებში ლაშა ოდიშარიამ 89-ე წუთამდე ითამაშა.
„დუნაისკა სტრედა“ ენსხედეში „ტვენტესთან“ 0:6 განადგურდა. სტუმართა გუნდში ცოტნე კაპანაძემ შეუცვლელად, გიორგი გაგუამ კი 88-ე წუთამდე ითამაშა.
წყარო: Sportall.ge