ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმი” “ჰერტასთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა

მეორე ბუნდესლიგის მეორე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ გასვლაზე „ჰერტასთან“ 1:4 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ 78-ე წუთამდე ითამაშა – შეფასებები: Whoscored 6.0, Sofascore 6.0, Flashscore 5.4.
„ჰაიდენჰაიმს“ 3 ქულა აქვს, 18 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში „ბაიერნს“ შეხვდება, 23 აგვისტოს სტუმრად თასის 1/32-ფინალში გასვლაზე რეგიონალური ლიგის „ედელოს“ დაუპირისპირდება, 29 აგვისტოს კი ბუნდესლიგის მესამე ტურში დრეზდენის „დინამოს“ უმასპინძლებს.
ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“
ჰერტა – ჰაიდენჰაიმი 4:1
გოლები: 1:0 გრიონინგი (2), 2:0 ვინკლერი (26), 3:0 ზეეფუიკი (35), 3:1 შიოპნერი (49), 4:1 ადევუმი (90)
გაძევება: ზეეფუიკი (88, ჰერტა)
წყარო: Sportall.ge