თბილისის “დინამომ” ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
ფრანგი ნახევარმცველი ლიეს ური კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს.
“დინამომ” ფრანგი შემტევი ლიეს ური დაიმატა. 30 წლის შემტევი ნახევარმცველი “ლილის” აღზრდილია. სხვადასხვა დროს ფრანგულ, ნიდერლანდურ და უნგრულ გუნდებში გამოდიოდა. იცავდა “ვალანსიენის”, “ბასტიას”, “როდას”, “ლანსის” და “ფეჰერვარის” ღირსებას. ბოლოს ანზორ მექვაბიშვილთან ერთად რუმინულ “კრაიოვაში” ასპარეზობდა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა”.
transfermarkt-ის მიხედვით ურის ფასი 500 ათასი ევროა.
წყარო: Sportall.ge