ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე “იბერია 1999”-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “იბერია 1999” “სლოვანს” უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი 29 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება.
გაირკვა, რომ თუ “იბერია 1999” სლოვაკური გუნდის ბარიერს გადალახავს, მესამე რაუნდში შვედეთის “მიალბისა” და გიბრალტარის “ლინკოლნ რედ იმპსს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
“სლოვანთან” წაგების შემთხვევაში, “იბერია 1999” ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მისი მეტოქე მესამე ეტაპზე სერბეთის “ცრვენა ზვეზდასა” და ჩრდილოეთ ირლანდიის “ლარნეს” წყვილში დამარცხებული იქნება.
წყარო: Sportall.ge