მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 | 17:20
სწრაფი სიახლე
სპორტი

ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა

SportMedia 20 ივლისი, 2026 · 20:46 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა ესპანეთის ნაკრებში დაუმარცხებლად ზედიზედ 50 მატჩი ჩაატარა. 

 

სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, ფაბიან რუისმა ამ მაჩვენებლით 1955-1966 წლებში დაფიქსირებული ლეგენდარული ბრაზილიელი გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა. 

 

რეკორდსმენი კი ფაბიან რუისის თანამემამულე კარლოს მარჩენაა, რომელმაც 2003-2010 წლების პერიოდში 57 შეხვედრაში ითამაშა და მის გუნდს მარცხი არ განუცდია.

 

ფაბიან რუისმა მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რვავე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. 

წყარო: Sportall.ge