მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 14:07
სწრაფი სიახლე
სპორტი

თბილისის “დინამომ” 21 წლის შემტევი დაიმატა

SportMedia 25 ივლისი, 2026 · 07:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

“დინამომ” ნიგერიელი ვინგერი მეთიუ გბომადუ დაიმატა.

 

21 წლის შემტევი სომხური ვანისა და არარატ არმენიას ღირსებას იცავდა, ბოლოს კი პორტუგალიური ეშტრელა ამადორას რიგებში გამოდიოდა.

 

2024 და 2026 წლებში მეთიუ გბომადუ სომხეთის თასის და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. კონტრაქტი ფეხბურთელთან სამი წლით გაფორმდა. 

 

გბომადუმ სომხეთის ჩემპიონატში ჯამში 68 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 9 საგოლე პასით გამოიჩინა.

 

შეგახსენებთ, თბილისის “დინამომ” კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “ჟალგირისი” 3:0 დაამარცხა, განმეორებითი შეხვედრა კი 30 ივლისს, ლიეტუვაში გაიმართება.

წყარო: Sportall.ge