“მეცს” წიტაიშვილის დაბრუნება სურს

„მეცმა“ გიორგი წიტაიშვილს კონტრაქტის გაფორმების წინადადებით მიმართა, – იტყობინება Footenfrance.
გამოცემა republicain-lorrain-ის ჟურნალისტის ანჟელო სალემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ თავისუფალ აგენტად მყოფი წიტაიშვილის დაბრუნება „მეცს“ სურს, მაგრამ მისი სამსახურით უფრო მაღალი დონის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული და ტრანსფერის განხორციელება გაუჭირდება.
წიტაიშვილი გასულ სეზონში „მეცში“ იჯარით თამაშობდა. მას კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
წყარო: Sportall.ge