კიტეიშვილის და გ. მამაგეიშვილის “შტურმი” ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მესამე რაუნდში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „შტურმმა“ გასვლაზე „ჰართსს“ 2:0 მოუგო, ორი შეხვედრის ჯამში 6:0 სძლია და მესამე რაუნდში გავიდა.
ვინაიდან სტუმართა გუნდის ნახევარმცველებმა ოთარ კიტეიშვილმა და გიზო მამაგეიშვილმა ტრავმები ახლახან მოირჩინეს, მწვრთნელმა ფაბიო ინგოლიჩმა არ გარისკა – კიტეიშვილი სათადარიგოთა შორის დატოვა, მამაგეიშვილი კი 77-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.
“შტურმის” მომავალი მეტოქე “ფენერბაჰჩესა” და “გურნიკს” შორის გამარჯვებული იქნება. გრაცულმა გუნდმა როგორც მინიმუმ ევროპა ლიგაზე მონაწილეობა გაინაღდა.
ედინბურგი. „ტაინკასლ პარკი“
ჰართსი – შტურმი 0:2
გოლები: 0:1 ზაიდლი (64), 0:2 ალტენა (68, საკ. კარში)
წყარო: Sportall.ge