ლეგენდარული კევინ კიგანი გარდაიცვალა

75 წლის ასაკში “ლივერპულის”, “ჰამბურგის” და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კევინ კიგანი გარდაიცვალა.
“დიდი მწუხარებით კევინ კიგანის გარდაცვალებას ვიტყობინებით. კევინი სიმსივნეს ებრძოდა და სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მეუღლის და ქალიშვილების გარემოცვაში იმყოფებოდა. “ოქროს ბურთის” ორგზის მფლობელი საყვარელი მეუღლე, მამა და ბაბუა იყო. ოჯახი მადლობას უხდის სამედიცინო პერსონალს გაწეული დახმარებისათვის”, – წერს ჟურნალისტი კიტ დაუნი სოციალურ ქსელში.
კიგანი “ლივერპულთან” ერთად სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. მერსისაიდულ გუნდთან ერთად კიგანი ორჯერ გახდა უეფას თასის მფლობელი, “ჰამბურგის” რიგებში კი გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი იყო.
ქართველ გულშემატკივარს კიგანი 1979 წელს ჩემპიონთა თასზე თბილისის “დინამოსა” და “ჰამბურგის” დაპირისპირებისას ახსოვს.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ის მწვრთნელად “ნიუკასლში”, “ფულჰემში”, ინგლისის ნაკრებსა და “მანჩესტერ სიტიში” მუშაობდა.

წყარო: Sportall.ge