მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 15:33
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ლეო, უბრალოდ წადი სახლში…” – დი მარიას ემოციური წერილი მესის

SportMedia 10 აგვისტო, 2026 · 09:57 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

8 აგვისტოს, ლიონელ მესის მამა, ხორხე გარდაიცვალა. ფეხბურთელებმა სხვადასხვა სტილით გამოხატეს თანადგომა, მაგალითად, როდრიგო დე პაულმა გატანილი გოლის შემდეგ საკუთარი მაისური გაიხადა და შედეგიანი გასროლა მესის ოჯახს ლეოს მაისურით მიუძღვნა. 

 

 

დი მარიამ მეგობარს საჯაროდ მიმართა და გულწრფელად გაამხნევა:

 

 

“გულწრფელად, არც მი ვიცი რა ვთქვა. როდესაც ადამიანი მამას კარგავს, არ არსებობს სიტყვები, რომლებიც მის ტკივილს გააქრობს. ხოლო როდესაც საქმე ლეოს ეხება… ეს კიდევ უფრო მტკივნეულია, რადგან ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მისი ოჯახი. ხალხი მესის ისე უყურებს, როგორც ფეხბურთელს. ისინი ხედავენ თასებსა და გოლებს, მაგრამ მე ლეოს, როგორც ადამიანს, ისე ვიცნობ. მინახავს, როდესაც ყველაფერი რთული იყო, როდესაც მთელი მსოფლიო თითქოს და მის წინააღმდეგ იყო, თუმცა მამა ყოველთვის გვერდით ედგა. მას რეკორდები, გოლები და ოქროს ბურთი არ აინტერესებდა. ხორხე შვილის კეთილდღეობაზე ზრუნავდა. 

 

 

ლეო, ცოტახნით დაივიწყე ფეხბურთი, დაივიწყე ყველაფერი… დაივიწყე თასები, დაივიწყე ის, რაც ხალხს შენგან სურს. უბრალოდ წადი სახლში, დაჯექი ოჯახთან, ჩაეხუტე შვილებს, დედას და გაიხსენე მამაშენი. იმიტომ, რომ ფეხბურთი ყოველთვის იქნება, მამა კი – აღარ. 

 

 

როდესაც მესისთვის ფეხბურთის თამაში ძალიან რთული გახდა, სწორედ ხორხემ შეძლო და მისცა ის ძალა, რომელიც თამაშის გაგრძელებაში დაეხმარებოდა. ვიმედოვნებ, ახსოვს, რომ მამის სიყვარული არ ქრება. ის სამუდამოდ მასთან დარჩება. სამუდამოდ… 

 

 

და ლეო… თუ ამას უყურებ, ნუ ეცდები ძლიერი იყო. ტირილის უფლება გაქვს. უფლება გაქვს გულგატეხილი იყო. მთელი ცხოვრება მილიონობით ადამიანს ბედნიერებას ჩუქნიდი, ახლა კი საკუთარ თავზე ზრუნვის დროა. შენი მეგობრები აქ არიან, შენი ოჯახიც აქ არის და მამაშენის სიყვარული ყოველთვის შენთან იქნება”.

 

 

მოგეხსენებათ, მესი და დი მარია ორი ათწლეულის განმავლობაში “ალბისელესტეს” ნაკრებისთვის ერთად თამაშობდნენ. ყველაფერი 2007 წელს დაიწყო და 2024-ში დასრულდა, მას შემდეგ, რაც დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ერთად 6 მნიშვნელოვანი ტიტული მოიგეს: მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატი, 2008 წლის ოლიმპიური ოქროს მედალი, კოპა ამერიკა (2-ჯერ), ფინალისიმა და რაც მთავარია მსოფლიოს ჩემპიონატი. სწორედ მათ გაიარეს ერთად რთული და ბედნიერი პერიოდები. დღეს ლეო ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს გადის, “ფიდეო” კი ამჯერად არა მოედანზე, არამედ ცხოვრებაში უდგას გვერდით.

 

 

წყარო: Sportall.ge