პსჟ-მა სუძუკის ტრანსფერი შეათანხმა – იაპონელის ამ სეზონის მომავალი შევალიეს გადაწყვეტილებაზე გადის

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ “პარმას” 23 წლის იაპონელი მეკარე ჯიონ სუძუკი კარიერა პსჟ-ში გააგრძელებს.
პარიზელები ახალგაზრდა კარის დარაჯის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გაიღებენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად ითამაშებს აზიელი მომდევნო სეზონში.
თუ “პარკ დე ფრანსს” ლუკა შევალიე დატოვებს, იაპონელს ლუის ენრიკე თავისთან იახლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯიონს 1 სეზონით “იუვენტუსში” გაანათხოვრებენ.
წყარო: Sportall.ge