ლუკაკუ კარიერას “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ნაპოლის” 33 წლის ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ კარიერას “ფენერბაჰჩეში” განაგრძობს. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონი ევრო იქნება.
თავად ფეხბურთელმა სტამბოლელებთან პირდაპი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ის რამდენიმე დღეში ჩაფრინდება თურქეთში და კონტრაქტს გაფორმებს.
ლუკაკუ “ნაპოლის” ღირსებას 2024 წლიდან იცავდა. გასულ სეზონში ტრავმის გამო მხოლოდ 7 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 1 გოლი გაიტანა.
წყარო: Sportall.ge