“პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს” – უკრაინელი ჟურნალისტი

უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა მცველის, ილია ზაბარნის პსჟ-დან „ლივერპულში“ შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.
„ყველა მსგავსი ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება. „ლივერპულის“ ზაბარნის მიმართ ინტერესი მართლაც არის. მან ვერ მოახერხა პსჟ-ში ძირითადი ფიგურა გამხდარიყო. თუ ამ ზაფხულში „ლივერპული“ აუცილებელ თანხას შესთავაზებს, ფრანგული კლუბი ადვილად გაუშვებს“, – თქვა ციგანიკმა თავის პოდკასტში.
გასული წლის ზაფხულში პსჟ-მ ზაბარნი „ბორნმუთისგან“ 50 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ მან ყველა ტურნირზე 37 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
წყარო: Sportall.ge