მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 20:35
სწრაფი სიახლე
სპორტი

მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. “ვინც არ ხტუნავს – ინგლისელია” – არგენტინამ გამარჯვება იზეიმა

SportMedia July 12, 2026 2:22 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, შვეიცარიის 3:1 დამარცხება არგენტინის ნაკრებმა გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა.

 

არგენტინელი ფეხბურთელები სკანდირებდნენ: “ვინც არ ხტუნავს – ინგლისელია”. 15 ივლისს, ნახევარფინალში არგენტინა სწორედ ინგლისს დაუპირისპირდება. 

 

მერვედფინალში ეგვიპტესთან 3:2 მოგების შემდეგ, “ალბისელესტეს” ფეხბურთელებმა გასახდელში La cuarta estrella იმღერეს, 1994 წლის მუნდიალზე დიეგო მარადონას დისკვალიფიკაცია და ფოლკლენდის კუნძულების გამო ინგლისთან 1982 წელს სამხედრო კონფლიქტი გაიხსენეს. მათ შურისძიება სწადიათ. 

 

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ, ქვეყნების სპორტული და პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, თავისი ფეხბურთელებისთვის ზეწოლის მოხსნა სცადა და უთხრა: “გზავნილი მარტივია – ეს მხოლოდ თამაშია. აი, რისი თქმა მინდა. რთულ მეტოქეს შევხვდებით, მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, მაგრამ ეს მხოლოდ თამაშია”.

წყარო: Sportall.ge