მბაპეს რეკორდები – საფრანგეთს და “რეალის” ფორვარდს ვერ აჩერებენ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფრანგეთმა მაროკოს 2:0 სძლია და ნახევარფინალში გავიდა. “მამლების” მხრიდან გოლი და ასისტი კილიან მბაპემ მიითვალა, რითაც რეკორდის ავტორი გახდა.
კილიანს მიმდინარე მუნდიალზე 8 გოლი და 3 ასისტი მოუგროვდა, რითაც 10+ შედეგიანი ქმედება ჩაიწერა. მბაპემ 10+ შედეგი (8 გოლი და 2 ასისტი) 2022 წლის მუნდიალზეც დააფიქსირა. ის გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ნიშნულს ზედიზედ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე უწია.
კილიანმა მუნდიალზე მაროკოსთან საფრანგეთის ნაკრების მაისურით მე-20 მატჩი ჩაატარა, რითიც უგო ლორისის რეკორდი გაიმეორა. ასევე საფრანგეთი 2002 წლის ბრაზილიის შემდეგ გახდა პირველი გუნდი, რომლის ორმა ფეხბურთელმაც მინიმუმ 5 გოლი გაიტანა.
როგორც მოგახსენეთ, კილიანის ანგარიშზე 8 გოლია, დემბელემ კი მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე “სელესაოს” მხრიდან რონალდომ 8 ბურთი შეაგდო, რივალდომ კი – 5.
წყარო: Sportall.ge