მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 00:51
სწრაფი სიახლე
სპორტი

ორი გაუქმებული გოლი, არდანიშნული პენალტი – “სლოვანმა” “იბერია 1999”-ს უფრო გამოცდილების ხარჯზე მოუგო

SportMedia 21 ივლისი, 2026 · 17:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“ საკუთარ მოედანზე „სლოვანთან“ 0:2 დამარცხდა.

 

დებიუტში ნაჭყებიამ ბურთი მეტოქეს აართვა, გადაცემა ბედოშვილს გაუკეთა, რომელმაც გაიტანა. თუმცა, ნაჭყებიაზე წესების დარღვევა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. შემდეგ მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც პირისპირ გასულ მაროშს მაკარიძემ არ გაატანინა. სლოვაკურმა გუნდმა მაინც მოახერხა დაწინაურება – ჩაწოდებული კუთხურისას უმეთვალყურეოდ დარჩენილმა შპორარმა თავით დალაშქრა მასპინძელთა კარი. მერე იირაჯანგმა ქობულაძეს დაასწრო და ლამაზი დარტყმით გაზარდა ანგარიში. 

 

დემჩენკოს შეგირდები მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ, ბევრს უტევდნენ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო მეკარე ტაკაჩი, ბართიშვილმა ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა, ქობულაძის გატანილი თამაშგარეს გამო გაუქმდა, საჯარიმოში სიხარულაშვილის წაქცევისათვის პენალტი არ დაინიშნა და საბოლოოდ მოწინააღმდეგემ გამარჯვება უფრო გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე მოიპოვა.

 

საპასუხო შეხვედრა 29 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება.

 

თუ “იბერია 1999”-მა „სლოვანის“ბარიერი ვერ გადალახა, ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მისი მეტოქე მესამე ეტაპზე სერბეთის “ცრვენა ზვეზდასა” და ჩრდილოეთ ირლანდიის “ლარნეს” წყვილში წაგებული იქნება.  

 

თბილისი. „მიხეილ მესხი“

იბერია 1999 – სლოვანი 0:2

გოლები: 0:1 შპორარი (25), 0:2 იირაჯანგი (32)

 

იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი (ბოჭორიშვილი 76), ქობულაძე (ალჰასანი 58), ქარდავა, ბართიშვილი (კუცია 67), დადიანი, ნაჭყებია, სიხარულაშვილი (ენდე 85), ბედოშვილი (კაფე 76)

წყარო: Sportall.ge