ორმაგ ტრანსფერთან ახლოს – “ლივერპული” პსჟ-იდან შემტევებს იმატებს

ჟურნალისტ ფაბრის ჰოვკინსის ინფორმაციით, “ლივერპულმა” პსჟ-ის 18 წლის სენეგალელ შემტევ იბრაჰიმ მბაიესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა “მერსისაიდელებს” ტრანსფერზე თანხმობა განუცხადა და 5-წლიანი შრომითი ხელშეკრულებაც უკვე გამზადებულია.
ახლა ინგლისური მხარე ფრანგულს სატრანსფერო თანხაზე უნდა მოელაპარაკოს და გარიგებაც ამის შემდეგ გაოფიციალურდება. სათქმელია ისიც, რომ პრესაში გავრცელებული ცნობით, “ლივერპულს” პირადი კონტრაქტის დეტალები პსჟ-ის კიდევ ერთ შემტევ ბრედლი ბარკოლასთანაც აქვს შეთანხმებული და პარალელურად ამ ტრანსფერზეც აქტიურად მუშაობს.
წყარო: Sportall.ge