“ჟალგირისის” ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ – კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა

თბილისში „დინამოსთან“ 0:3 წაგების შემდეგ, „ჟალგირისის“ ფეხბურთელებს საბოლოო გამარჯვების და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის იმედი ნაკლებად ჰქონდათ, მაგრამ მოხდა სასწაული და სახლში 7:2 მოიგეს.
მიუხედავად გამარჯვების მცირე შანსისა, ვილნიუსის 5 067-იან „LFF სტადიონასზე“ თავისი გუნდის მხარდასაჭერად 4 777 მაყურებელი მივიდა და არც უნანიათ. „ჟალგირისის“ მწვრთნელმა ანდრიუს სკერლამ განაცხადა, რომ ასეთი განცდა არასოდეს ჰქონია, ეს მის კარიერაში ყველაზე შთამბეჭდავი საღამო იყო, მომდევნო მატჩი 16 დღის მერე ჰქონდათ, ბიჭები შვებულებაში გასვლას აპირებდნენ და ახლა ზოგიერთს გასამგზავრებელი ბილეთის დაბრუნება მოუწევს.
ქართველი ქომაგი მესამე რაუნდში „დინამოს“ გასვლას და „პაფოსთან“ დაპირისპირებას მოელოდა, თუმცა იმედგაცრუებული დარჩა და კიდევ ერთი მოულოდნელობა კვიპროსში მოხდა. ევროპა ლიგაზე „ჰაიდუკს“ სახლში „პაფოსი“ 2:0 ჰყავდა დამარცხებული, კვიპროსში ძირითადი დრო 2:0 დასრულდა, ექსტრა ტაიმებში მასპინძლებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. ერთი სიტყვით, „ჟალგირისს“ მეტოქედ „ჰაიდუკი“ ერგო.
ლიმასოლი. „ალფამეგა“
პაფოსი – ჰაიდუკი 4:0 (ძირ. დრო 2:0)
გოლები: 1:0 გუგა (40), 2:0 გოლდარი (90+1), 3:0 ბილი (93), 4:0 კორეია (117)

წყარო: Sportall.ge