მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 12:22
სწრაფი სიახლე
სპორტი

“რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ…” – მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა

SportMedia 16 აგვისტო, 2026 · 06:50 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ახალწვეულმა სანდრო მამუკელაშვილმა კალიფორნიულ გუნდში გადასვლასა და მის 54-ნომრიან მაისურზე ისაუბრა.

 

“ჩემი სახელის “ლეიკერსის” მაისურზე დანახვა დაუჯერებელია.

 

ეს ორგანიზაცია უმაღლესი დონისაა. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა და საკუთარი თავით ძალიან ვამაყობ. ბედნიერი და მადლიერი ვარ.

 

ეს ნამდვილად ისეთი რამაა, რასაც აუცილებლად ჩავასვამ ჩარჩოში.

 

54 ნომერი იმიტომ ავირჩიე, რომ დრაფტზე 54-ე არჩევანი ვიყავი. ეს ყოველთვის შემახსენებს, რომ აუტსაიდერი ვარ და შანსის მისაღებად ბრძოლა მომიწია.

 

ვფიქრობ, ამ ლიგაში ძალიან ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი. მალე მგონია, ხალხი კარგად გამიცნობს და უბრალოდ მინდა, მოედანზე გამოვიდე და მაქსიმუმი გავაკეთო”, – განაცხადა მამუკელაშვილმა.

 

შეგახსენებთ, სანდრო მამუკელაშვილმა “ლოს ანჯელეს ლეიკერსთან” ხელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა. სანდროს ყოველწლიური ანაზღაურება 13 მილიონი დოლარი იქნება.

 

მამუკელაშვილმა გასული სეზონი “ტორონტო რაპტორსში” გაატარა, სადაც რეგულარულ სეზონში საშუალოდ 11.2 ქულას, 4.9 მოხსნასა და 1.9 შედეგიან პასს აკეთებდა.

წყარო: Sportall.ge