“რაიო ვალეკანოში” წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო – მისმა გუნდმა “სევილიასთან” წააგო

ლა ლიგის პირველ ტურში „რაიო ვალეკანო“ სტუმრად „სევილიასთან“ 1:2 დამარცხდა.
მადრიდულმა კლუბმა ახალწვეულის, გიორგი წიტაიშვილის დარეგისტრირება ვერ მოასწრო და ამიტომ ის განაცხადში არ იყო.
სტუმრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. 88-ე წუთზე ანდალუსიური გუნდი კიკე სალასის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, თუმცა კომპენსირებულ დროში მაინც შეძლო გამარჯვების გოლის გატანა.
„რაიო ვალეკანო“ 20 აგვისტოს „ალავესს“ უმასპინძლებს.
სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია – რაიო ვალეკანო 1:1
გოლები: 0:1 გარსია (4), 1:1 გურიდი (52, პენ), 2:1 პეკე (90+7, პენ)
გაძევება: სალასი (88, სევილია)
წყარო: Sportall.ge