VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ “თრილერში”, მაგრამ გოშაძის თითები რომ არა…

ქუთაისში ისეთი თამაში ვიხილეთ, ბევრ მაყურებელს რომ იმსახურებდა. მაგრამ ვიცით მიზეზი, რატომაც დაცარიელდა. ადვილი წარმოსადგენია “ტორპედოს” გულშემატკივრების განწყობა, გუნდს ათკაციან და გადაღლილ “იბერიასთან” რომ ვერ მოეგო.
არადა ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მადაზე მოსული “იბერია”, რომელმაც ბოლო ძალები გამონახა საკუთარ თავში, გადაარჩენდა თამაშს. დეისაძის გოლმა “ტორპედო” ამოასუნთქა, მაგრამ ბოლო წუთზე იყო ეპიზოდი, როცა გოშაძემ თითები წაატანა ნაჭყებიას დარტყმულს და თავისიანები გადაარჩინა.
“ტორპედოსთვის” ეს მომგება მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც შეწყვიტა წარუმატებელი სერია და დარჩა ლიდერთა ჯგუფთან ახლოს. “იბერია” კი, მარცხის მიუხედავად, მეორე ადგილზე გადავიდა, თუმცა დაკარგული ქულებითაც ვეღარ არის ლიდერი.
მომდევნო ტურში, 23 აგვისტო, “იბერია” თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს. მანამდე კი (20 აგვისტო) “იაგელონიასთან” ევროპა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩს ჩაატარებს სტუმრად. რაც შეეხება “ტორპედოს, 22 აგვისტოს შუსტერის გუნდს გორში “დილა” ელოდება.
ტორპედო-იბერია 1999 4:3
გოლები: 1:0 პირესი (6, არაბიძის პასით), 2:0 ბუკია (13, მამუჩაშვილის პასით), 2:1 კუცია (21, ჯინჯოლავას პასით), 3:1 მამუჩაშვილი (40, ბუკიას პასით), 3:2 ძაგანია (65, ჯინჯოლავას პასით), 3:3 სიხარულაშვილი (76), 4:3 დეისაძე (83, პინსონის პასით)
ტორპედო: გოშაძე, შულაია, ბუკია, შიმიჩი, სტამატოვი (კოხრეიძე 87), მამუჩაშვილი, ლომინაძე (სკორუპი 71), პირესი, არაბიძე, ანდრიჩი (პინსონი 79), დეისაძე
იბერია: მაკარიძე, ფიგერედო (გობეშია 89), ბოჭორიშვილი, ამისულაშვილი, ჯინჯოლავა, დადიანი (ქობულაძე 67), ალჰასანი, კუცია (ქარდავა 58), ენდე (სიხარულაშვილი 67), ნაჭყებია, ძაგანია (გოგილაშვილი 89)
არბიტრი: ალეკო აფციაური
56-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (იბერია 1999)
წყარო: Sportall.ge